23-01-2012, 18:27

შუა ღამე

 
ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ გავეშურე, სიბნელეში რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. სახეზე წყალი შევისხი და ოთახში დავბრუნდი... მაგიდასთან მივედი და დავჯექი. ჯერ სურათს შევხედე, მერე სამართებელს. რაღაც მსგავსებას ვეძებდი. გამეღიმა, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი კაბა სამართებლის ტარივით შავი იყო, ხოლო მაისური სამართებლის პირივით ნაცრისფერი... გამოხედვაც სამართებელივით მისერავდა გულს...
ვცდილობდი, სხვა რამეზე მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. უჯრა გამოვაღე და ლექსების კითხვა დავიწყე. ყველამ რაღაც მოგონება ამოატივტივა თავში. ნელ-ნელა ფრაგმენტებად აეწყო ჩემი ცხოვრება მისი გაცნობიდან დღემდე. ბედნიერებას უარით გამოწვეული ცრემლი და მარტოობის წუთები ცვლიდა და ამ ყველაფერს პატარა ლექსებად აწყობდა რითმა... გული მტკიოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი, ცრემლი გამშრობოდა თვალში. უკანვე ჩავყარე ლექსები უჯრაში, დანახვაც აღარ მსურდა მათი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და მის შეჯავრებას კი ვერ ვახერხებდი. ისევ ისე მიყვარდა, როგორც მაშინ, სანამ ვეტყოდი ამას. ის დღეც გამახსენდა... პირველ აპრილს სიყვარული რამ ამახსნევინა-მეთქი - გავიფიქრე და გამეღიმა. ესეც ბედს დავაბრალე. გამახსენდა, ის ხომ 13 დღით იყო ჩემზე დიდი. მივხვდი, ჩემი სიყვარულის ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო,..
ნახვები: 519 ავტორი: ZuKKa კომენტარები(0)
23-01-2012, 18:23

სიყვარული უდიდესი ნიჭი

 
წვიმდა. უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მას თან თავისუფლების მშვენიერი გრძნობა ახლდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეყვირა, მეყვირა სიძულვილით, მეყვირა სიყვარულით, ზიზიღითა და ბედნიერებით. ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. არ ვიცოდი რა მჭირდა, იქნებ სიზმარია... მაგრამ არა მე მღვიძავს, მღვიძავს და მტკივა გული მაგარმ არ ვიცი რატომ, თუმცა... არც მღვიძავს, დიახ ვხედავ ჩემს სხეულს, მართლა ვხედავ მას ძინავს უგრძნობლად არი. ნუთუ მე ვარ, არადა როგორ ვარ, მე ხო აქ ვარ ზევით ის კი დაბლა, დავიბენი... მხოლოდ სიჩუმის ხმა მესმოდა, აგარც წვიმა, აგარც გულის ის სასიამოვნო ფეთქვა. არა ნამდვილად მძინავს, თვალები დავხუჭე, მაგრამ არაა! მე ისევ აქ ვარ ჩემი სხეული კი ქვემოთ. ღმერთო რა უსუსურები ჩანან აქედან ადამიანები, თუმცა არ ჩანან ნამდვილად არიან. აქედან ყველაფერი მარტივია. მე დავინახე როგორ იცინოდა ვიგაც ნეტავ არ აცინებს მას ხომ შვილი დაეღუპება ცოტა ხანში- ეს მე არ მიფიქრია, ეს ვიღაც სხვამ თქვა თუმცა მე ვერ დავინახე. აქედან სამყარო მშვენიერია გაცილებით მშვენიერი. ერთხანს ვუყურებდი ამ საოცარ ხედს, უცებ თვალი შევავლე როგორ ქურდობდა ვიღაც, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა შეჩერდი! დავიყვირე, ვყვიროდი ხმამაღლა თუმცა მას არ ესმოდა ჩემი გულსაკლავი ხმა. მინდოდა ჩავსულიყავი და შემეჩერებინა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა არ მიშვებდა, ვიბრძოდი, მაგრამ უშედეგოდ მაინ გაიმარჯვა.
ნახვები: 529 ავტორი: ZuKKa კომენტარები(0)
23-01-2012, 18:21

მოგენატრები კი ოდესმე?

 
სანთელი იწვის მალე ჩაქრება იგი და ირგვლივ უკუნითი სიბნელე დაისადგურებს,რამდენიც არ უნდა მეძებო სიბნელეში ვერ მიპოვი იჩქარე სანამ სანთელი ჩამოიღვენთებოდეს,სანთელი იწვის,სანთელი კიარა ირგვლივ ყველაფერი იწვის,იწვის მარა შენ ვერ ხედავ ამას არა კივერ ხედავ არ გინდა რომ დაინახო უსაშველო მონატრება დაგუბებულა ჩემს გულში და ამიტომ შევთხოვ მაცხოვარს შენს დაბრუნებას.
ნახვები: 516 ავტორი: ZuKKa კომენტარები(0)
23-01-2012, 18:18

ჩანახატი

 
გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც.
მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო...
რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა.
გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა:
- მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა.
- მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ
- ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე
მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ:
- " საწყალი მარი".
ნახვები: 545 ავტორი: ZuKKa კომენტარები(2)
23-01-2012, 18:15

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...

 
მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
ნახვები: 495 ავტორი: ZuKKa კომენტარები(0)
23-01-2012, 18:13

ღამის ფიქრები...

 
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
ნახვები: 2242 ავტორი: ZuKKa კომენტარები(70)
23-01-2012, 18:11

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული

 
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს
რომ უყვარხარ კარგია!
ნახვები: 523 ავტორი: ZuKKa კომენტარები(0)